საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: ჩემი თბილისი
მეთოდი: კითხვა ,,ნიშანთა სისტემის’’ მეთოდის გამოყენებით
კლასი: მე–6 1. გამოწვევის სტადია
შესასწავლი თემის ირგვლივ
ვსვამ მაპროვოცირებელ კითხვას: რა იცით თბილისის ისტორიის შესახებ? ვთხოვ მოსწავლეებს,
რომ 3 წუთის განმავლობაში დაწერონ ინდივიდუალურად
ყველა ინფორმაცია, რაც იციან, ან ჰგონიათ, რომ იციან მოცემულ თემაზე. მთავარია დაწერონ
რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, მიუხედავად მისი სისწირე–სიმცდარისა. ამ სამუშაოს შესრულების
შემდეგ, მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით უნდა აირჩიონ პარტნიორი, რომელთანაც გამართავს
დისკუსიას 3–5 წუთის განმავლობაში. წყვილები ერთმანეთს გაუზიარებენ ნააზრევს. წერილობით
ჩამოაყალიბებენ საერთო არგუმენტიურებულ შეხედულებებს. თუ წყვილიდან რომელიმეს აღმოაჩნდა
განსხვავებული აზრი, მაინც უნდა დაიწეროს საერთო ნააზრევში, რათა მოსწავლემ დამუშავების
შემდეგ გაარკვიოს თავისი აზრების სისწორე–სიმცდარე.
წყვილების დისკუსიის შემდეგ,
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაუზიარონ თავიანთი ნააზრევი მოცემული თემის ირგვლივ
ჯგუფს. მასწავლებელმა თითოეული მოწოდებული აზრი, თუგინდ უმნიშვნელო, უნდა დააფიქსიროს
დაფაზე ან ფორმატზე თვალსაჩინოდ ,,გონებრივი იერიშის’’ ხერხით.
მაგალითად:
წყვილების პირველადი ნააზრევის დაფიქსირება ,,გონებრივი იერიშის’’ ხერხით
·
თბილისის დაარსებას ქართველ მეფეს, ვახტანგ გორგასალს
მიაწერენ
·
ძველ თბილისში არის ციხე ნარიყალა
·
თბილისი საქართველოს დედაქალაქია
·
ძველ თბილისში სხვადასხვა სარწმუნოების ხალხთა სალოცავებია:
სინაგოგა, მეჩეთი, ეკლესიები...
·
თბილისი ბევრჯერ დაარბიეს
·
თბილისში დიდხანს ბატონობდნენ არაბები
·
თბილისში გოგირდის აბანოებია
·
თბილისს ,,ტფილისი’’ ეწოდებოდა
ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე სასურველია დაისვას კითხვები
ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებს არ უხსენებით:
·
რას ეძახდნენ სასტუმრო სახლებს მე–13 საუკუნიდან?
·
როდის დაიწყო თბილისში ეკლესიების მშენებლობა?
·
რომელი ეკლესიების აგებაა დაკავშირებული ვახტანგ გორგასლის
სახელთან?
·
ვისი სახელი შეერქვა მამადავითის მონასტერს?
·
ჩამოთვალე თბილისის ცნობილი ბაღები
·
რა იცით მუშთაიდის
ბაღის დაარსების ისტორიაზე?
·
გადაადგილების რა საშუალებები არსებობდა ძველ თბილისში?
·
მე–19 საუკუნეში რომელი სასწავლებლები გვხვდება თბილისში?
2. წვდომის სტადია
მოსწავლეები უკვე
შემზადებულნი არიან ახალი მასალის წასაკითხად. ვაძლევ ტექსტს და ვუხსნი, რომ მათ მოუწევთ
ტექსტის წაკითხვა ,,ნიშანთა სისტემით’’
,,ნიშანთა სისტემით’’
კითხვისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ რამდენიმე სახის აღნიშვნა:
√ – (შემოწმების ნიშანი) თუ თვილით, რომ ამოკითხული
ინფორმაცია შეესაბამება ინფომაციას,
რაც იცოდით მოცემული თემის შესახებ;
–
( მინუსი) ამოკითხხული
ინფორმაცია უპირისპირდება იმას, რაც იცოდთ;
+
( პლუსი) ამოკითხული ინფორმაცია ახალია თქვენთვის;
?
( კითხვის ნიშანი) ამოკითხული ინფორმაცია გაუგებარია
თქვენთვის ან წაკითხულის ირგვლივ
მეტი სარწმუნო ინფრომაციის სურვილი გაგიჩნდათ;
3. რეფლექსიის სტადია
კითხვის დამთავრების
შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეისვენონ, წაკითხული გაიაზრონ და შემდეგ 10 წუთის განმავლობაში
წაკითხული გაუზიარონ წყვილებმა ერთმანეთს. იმსჯელონ, რაში დარწმუნდნენ? რამ დაააეჭვათ?
რა ახალი ინფორმაცია შეიტყვეს? რა კითხვები დაებადათ?
მოსწავლეებმა
კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ თავიანთ ჩანაწერებს, ხელახლა გადაიკითხონ სტატია და შეამოწმონ
აღნიშვნები. ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გამოიყენონ ,,აღნიშვნების ინდივიდუალური სქემა’’, რათა წაკითხული
ტექსტიდან მოძიებული ნაცნობი, ახალი, უცნობი და საეჭვო ინფორმაცია თვალსაჩინოდ დაახარისხონ.
მათ ამისთვის ეძლევათ 5 წუთი
ნაცნობი
√
|
ახალი
+
|
საეჭვო
–
|
?
მეტის გაგება, გაუგებარი
|
ა) სახელწოდება
,,ტფილისი’’ პირველად ,,ქართლის ცხოვრებაში’’ ქართლის პირველი მეფის – ფარნავაზის
შესახებ თხრობისას გვხდება (ძვ.წ.აღ. III ს) ;
ბ)
მცხეთა ძველი სატახტო ქალაქია;
გ)თბილისის
დაარსების ლეგენდა;
დ)
მამა დავით გარეჯელის სახლობისაა მამადავითის მონასტერი;
ე)
თბილისი დაარბია: მუვა–ყრუმ, ბუღა თურქმა,
აღამ–მაჰმად–ხანმა...
ვ)
მე–19 საუკუნეში თბილისში არსებული პანსიონები და გიმნაზიები;
|
ა)
ფორმა ,,თბილისი’’ პირველად მოხსენებულია მე–17 საუკუნის პოემა ,,შაჰნავაზიანში’’;
ბ)
ფუნდუკი – სასტუმრო სახლები, რომლებსაც შემდეგ ქარვასალას უწოდებდნენ;
გ
) კალას ციხის ფერდობზე შეფენილ სამოსახლოს ,,კლდისუბანი’’ ეწოდებოდა;
დ)
ძველი ზარაფხანა, სავარაუდოდ, მეტეხის ხიდთან იდგა;
ე)
ვახტან გორგასლის დროსაა აგებული სიონის მცირე ეკლესია;
ვ)
მეტეხის ეკლესიის აგებას მიაწერენ ვახტანგ გორგასალს;
ზ)
დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე ოქროს სწირავდნენ მაჰმადიანთა სალოცავებს;
თ)
ცეცხლთაყანისმცემელთა სალოცავი – ათეშგა;
ი) გაზაფხულის დღესასწაული;
კ)
ლურჯი სუფრა;
ლ)
მუშთაიდის დაარსების ისტორია;
მ)
ძველ თბილისში იყო ადგილები– სალაყბოები, სადაც მოსახლეობა იკრიბებოდა და ,,ქვეყნის
ამბებს’’ იგებდა;
ნ
) მე–19 საუკუნის 80–იანი წლებიდან თბილისის
ქუჩებში პირველი ველოსიპედი გამოჩნდა;
ო)
1883 წლიდან ამუშავდა პირვლი საქალაქო
,,ცხენის რკინიგზა; – კონკა;
|
ა)თუ
სახლეწოდება ტფილისი ასე ძველ ტექსებში გვხდება, მაშინ ვახტან გორგასალს რატომ მივაწერთ
თბილისის აღმოჩენისა და დაარსების ისტორიას? რატომ ვამბობთ, რომ გოგოირდის თბილი
წყლების გამო უწოდა ტფილისიო?
ბ)
თუ მცხეთას სატახტო ქალაქისთვის ხელსაყრელი ადგილმდებარე–ობა ჰქონდა, მაშინ თბილისს
კონკურენცია რატომ ვერ გაუწია? რამ გამოიწვია დედაქალაქის მცხეთდან თბილისში გადმოტანა?
|
ა)ფუნდუკებთან
რატომ გახსნეს სასნეულობები?
ბ)კალა
ნარიყალას ძველი სახელწოდებაა?
გ)
მეტი მინდა ვიცოდე ზარაფხანაზე;
დ)რატომ
სწირავდნენ დავით აღმაშენებელი და დემეტრე მაჰამადიანთა სალოცავბს ოქროს?
|
ამ სამუშაოს შესრულების
შემდეგ სასურველია ჯგუფურად მიმოვიხილოთ ტექსტი ,,ინდივიდუალურ ნიშანთა სქემის’’ გამოყენებით.
ჯგუფის წევრთა მიერ ინდივიდულაურად მოწოდებული აზრები ,,გონებრივი იერიში’’–ს ხერხით
თვალსაჩინოდ დაფიქსირდება დაფაზე ან ფორმატზე.
ტექსტის წაკითვისა
და გააზრების შემდგომი ჯგუფური გონებრივი იერიში:
·
სახელწოდება – ,,ტფილისი’’ პირველად ,, ქართლის ცხოვრებაში’’ გხვდება;
·
ფორმა ,,თბილისი’’ პირველად მოხსენებულია მე–17 საუკუნის პოემა ,,შაჰნავაზიანში’’;
·
თბილისის დაარსების ლეგენდა;
·
ფუდნუკები – სასტუმრო სახლები;
·
ნარიყალას, კალას ციხე;
·
მე–6 საუკუნის ბოლოს ამოქმედდა ზარაფხანა;
·
ძველი ზარაფხანა სავარაუდოდ მეტეხის ხიდთან იდგა;
·
სიონის პირველი მცირე ეკლესია ვახტან გორგასილის დროსაა
აგებული;
·
დღევანდელი სიონი მე–12 საუკუნის სახითაა მოღწეული;
·
1542 წელს დავით და ნიკოლზ გაბაშვილებმა მთაწიდაზე ააგეს
მამადავითის მონასტერი;
·
მეტეხის ტაძრის აგებას ვახტანგ გორგასალას მიაწერენ;
·
ძველ თბილისიში სახვადასხვა სარწმუნოების ხალხთა სალოცავებია:
სინაგოგა, მეჩეთი, ათეშგა...
·
მურვან–ყრუს, ბუღა თურქის, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევები
და თბილისის დარბევა;
·
ძველი თბილისელები აპრილში ზეიმობდნენ გაზაფულის დღესასწაულს:
·
ლურჯი სუფრა;
·
მუშთაიდის დაარსების ისტორია უკავშირდება ირანელი მირ–ფეთე–აღა–სეიდის
სახელს;
·
1935 წელს მუშთაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი
საბავშვო რკინიგზა;
·
ძველ თბილისში იყო სალაყბოები – ადგილები, სადაც იკრიბებოდა
მოსახლეობა და ,,ქვეყნის ამბებს’’ იგებდა;
·
მე–19 საუკუნეში თბილისში რამდენიმე სკოლა დაარსდა:
კლასიკური გიმნაზია, 18 კერძო სკოლა, ქალთა და ვაჟთა პანსიონები, სათავადაზნაურო ქალთა
სკოლა;
·
ტბილისის ტრანსპორტი მე–19 საუკუნეში: ბორანი, კარეტა,
ეტლი, ,,დროშკა’’, ,,ფაეტონი’’, ველოსიპედი;
·
1883 წელს ამუშავდა კონკა;
განსხვავებული თვალსაზრისების განხილვა
აკმაყოფილებს
თუ არა მოსწავლეთა ინტერესებს. თუ არა, მივაწვდი დამატებით ინფორმცის წყაროებს და დავალებად
ვეტყვი, რომ თვადაც მოიძიონ მონაცემები.
მოსწავლის ვალია
მოახდინოს კატეგორიზაცია და გამოხატოს თვალსაჩინოდ ,,გონებრივი რუქა’’ წყვილებში. მასწავლებელი მოსწავლის მიერ მოწოდებულ სავარაუდო
კატეგორიებს განათავსებს დაფაზე ან ფორმატზე და მათივე დახმარებით ,,გონებრივი იერიშის’’
ხერხით უკვე ჩამოწერილ ინფორმაციებს მოათავსებს კატეგორიებში. ეს პროცესი გაგრძლდება
მანამ სანამ, ყველა ინფორმაცია კატეგორიად არ დალაგდება. ამისთვის 10–15 წუთი გამოიყოფა.
No comments:
Post a Comment